ზაკის საჯარო სკოლაში ცნობილი სომეხი პოეტისა და მთარგმნელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
11-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და არაფორმალურ განათლებაზე.
სკოლის წამომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აპრილის დასაწყისში ზაკის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სომეხი პოეტის და მთარგმნელის ჰამო საჰიანის (1914-1993წლები) საღამო ჩატარდა.
„საღამო სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარგარიტა სპერციანმა მოამზადა და მასში მე-4, მე-9, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მარგარიტა სპერციანის აზრით, ეს პროექტი ითვალისწინებდა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში და სომხური პოეზიის პოპულარიზაციას“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის