
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს, რომელშიც მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა.
პატარებს არც დედის დღე და 8 მარტი დავიწყებიათ - ეს მნიშვნელოვანი თარიღები საყვარელ დედიკოებსა და ძვირფას მასწავლებლებს ლექსებით, სიმღერებით მიულოცეს. იყო ემოციების ზღვა, ბევრი სითბო, სიყვარული...
თუმცა ღონისძიებას ერთგვარ სევდას სძენდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. საგვიჩიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგიურმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ღია მხარდაჭერა უკრაინის მოსახლეობას და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.