ოლავერდის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები მშობლიურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სკოლაში მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი, ისინი სხვადასხვა აქტივობაში ხშირად და დიდი ინტერესით ერთვებიან.
მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
სწორედ ასეა მესამე კლასშიც, ისინი სომხურ ენას სხვადასხვა თანამედროვე მეთოდით სწავლობენ და გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: