
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები კი ადგილობრივი პედაგოგების ძალისხმევის შედეგად, ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებასა და მნიშვნელოვან ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
2022 წლის 8 აპრილს, იანეულის საჯარო სკოლაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრო ორგანიზაციის -„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გურიის რეგიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღო ყვავილოვანი მცენარეების ბაღის გაშენებაში.
ეს გახლდათ გზავნილი იანეულის საჯარო სკოლიდან, რომ გარემოს გაფრთხილება სჭირდება.