„გააცოცხლე ნაწერი“- რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
11-04-2022
ვაჟა-ფშაველას სახელობის N23 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება „გააცოცხლე ნაწერი“ ბრწყინვალედ შეასრულეს.

დავალების თემა „ქართული დამწერლობა“ იყო. მოსწავლეებმა საყვარელი ლექსები და მოთხრობის მონაკვეთები დაძველებულ ფურცელზე გადასაწერად აირჩიეს. მათ ტექსტები ლამაზად გააფორმეს, გამოიყენეს ასომთავრული და ნუსხური დამწერლობაც. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, მათი ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეკატერინე იაშვილი იყო. 

„მადლობა ბავშვებო, საუკეთესოდ იმუშავეთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203