
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასში ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება დედებსა და ქალებს ეძღვნებოდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები და იცეკვეს, პედაგოგმა სუსანნა არზუმანიანმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყო. ის საზღვარგარეთ თითოეული მათგანის შვილსა და შვილიშვილს დაუკავშირდა. მათ ოჯახის წევრებს ქალთა დღესასწაულები ვიდოებით მიულოცეს, რაც ძალიან ემოციური იყო.
„ამ პერიოდში, ყველაზე შთამბეჭდავი და ამაღელვებელი ღონისძიება ჩატარდა მე-9 კლასში. მასწავლებლებმაც კი ვერ შეძლეს მღელვარებისგან ცრემლების შეკავება. მასწავლებელმა თავის მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა სიურპრიზი. დედებმა საერთოდ არ იცოდნენ ამის შესახებ. ღონისძიების მსვლელობისას კი მასწავლებლებმა შვილებისგან სასიამოვნო შთაბეჭდილებები მიიღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: