„გლობალური პრობლემები“​ - კალინინოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო გაკვეთილი
11-04-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს სკოლის მერვე კლასში გაკვეთილი „გლობალური პრობლემები“ ჩატარდა.

გაკვეთილს ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი დურდანა მირზაევა უძღვებოდა. მისი მიმდინარეობისას მოსწავლეები სამ ჯგუფად დაიყვნენ, თითოეულმა მათგანმა პრეზენტაციები მჟავის წვიმა, ნიტრატები და სითბურის ეფექტი წარმოადგინა. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო თემების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. მათ ცოდნა გაიღრმავეს. 

მერვეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203