კოჩიოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილს პრეზენტაცია მიუძღვნეს
11-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენებს აქტივობებს მუდამ უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთეს, რომლის ფარგლებშიც ამ ტრაგიკული, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვანი დღის შესახებ ამბები გაიხსენეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პრეზენტაცია ინფორმაციულად დატვირთული იყო და თითოეულ მათგანს ჰქონდა გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ეს დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203