ჩამდურის საჯარო სკოლაში შაშში ტურნირი ჩატარდა
11-04-2022
ახალქალაქი​ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებს შორის შაშში ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.

ტურნირის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებიც სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო გარემოს შესაქმნელად მუდამ ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203