საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს, 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, დაღუპულთა ღვაწლს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში, ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს, რომ მათი მადლობელი არიან.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

აქტივობის მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203