გეგუთის N1 საჯარო სკოლას 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა აქვს
11-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლას ახალაშენებული შენობა აქვს, რომელიც თანამედროვედ აღჭურვილი და კომფორტულია.
სკოლამ ახალმოსახლეობა იზეიმა. ახალაშენებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
240 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. კეთილმოეწყო: საკლასო ოთახები, კაბინეტები, ლაბორატორია, სკოლის ეზო, სპორტული მოედანი, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.
მოსწავლეები უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ განათლების მიღებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის