„ო, ენავ ჩემო...“ - დედაენის დღეს ლეღვანის საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა
11-04-2022
დედაენის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიუტეტის, ლეღვანის საჯარო სკოლაში, სკოლის ბიბლიოთეკისა და ეკოკლუბის ორგანიზებით დაიწყო კვირეული - „ო, ენავ ჩემო..."
„მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს დიდი იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, ისაუბრეს მწერლის ფასდაუდებელ ამაგზე სამშობლოსადმი, კიდევ ერთხელ, პატივისცემით განიმსჭვალენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიმართ
ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ...“ - აღნიშნულია ლეღვანის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.75-ე მუხლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს. კრემლის ინიციატივას თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის