„სოკოთა სამეფოში“ - ხულგუმოს საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
11-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-6 კლასში თემაზე - „სოკოთა სამეფოში“, ბიოლოგიაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გაკვეთილზე საკუთარი მოძიებული რესურსები გამოიყენეს. მეექვსეკლასელებმა ბუნებრივი და ხელოვნური საშუალებებით სოკოების აგებულება და განვითარების ციკლი წარადგინეს. ასევე, დაწვრილებით ისაუბრეს, თუ რა დადებითი თვისებები გააჩნიათ სოკოებს სოფლის მეურნეობაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203