„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ - ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, ემოციურ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში ღონისძიება - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ ჩატარდა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამბები ამ მნიშვნელოვანი თარიღის ირგვლივ.