„მკითხველთა თეატრი“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
11-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე აქტივობა - „მკითხველთა თეატრი“ ჩატარდა.

აქტივობა ხმამაღალ როლურ კითხვაში მოსწავლეების ჩართვას გულისხმობდა, ხოლო მიზანი იყო, ბავშვებს გააზრებული კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარები განვითარებოდათ.

„მოსწავლეთა თვითშეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდა: იყო თუ არა ყველა სიტყვა მკაფიოდ  წარმოთქმული, იყო თუ არა გათვალისწინებული პერსონაჟის ხასიათი ტონის, ჟესტებისა და მიმიკის  გამოყენებისას, იყო თუ არა სწორად გამოყენებული პუნქტუაცია; იყო თუ არა მხედველობითი კონტაქტი  აუდიტორიასთან და სხვა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მაია მთვარაძე გახლავთ, ხოლო აქტივობას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203