შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში 9 აპრილის ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებით მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს, მათ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გამართეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დამსწრე საზოგადოებას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ფილმი აჩვენა.
სკოლაში, დირექტორ აიდა აზატიანის თხოვნით, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.