ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები 9 აპრილს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის საპატივსაცემოდ ახალქალაქში არსებულ მემორიალთან იმყოფებოდნენ.

მეხუთეკლასელებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ემოციური ლექსები წარმოთქვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203