„მსოფლიო და ოლიმპიური მედლებით დაემშვენებინოთ მკერდი“- წყალტუბოს N2 სკოლა მოსწავლეებს ძიუდოს ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს
11-04-2022

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. 

მე-11 კლასის მოსწავლე საბა გველესიანმა პირველი, მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ომანაძემ მესამე, ხოლო მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ქუთათელაძემ მესამე ადგილი დაიკავა. ისინი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები არიან.

მათი კლასის დამირგებლები პედაგოგები თინათინ ჩიხლაძე, მზისადარი ჯიქია და მარინა ღურჭუმალიძე არიან. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეების მიღწევებით და მათ და მათ მწვრთნელებს წარმატებას უსურვებს.

„სკოლა ულოცავს მწვრთნელებს: ლაშა ბზიკაძეს - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, ტარიელ გველესიანს და გურამ ზურაბიანს ამ ბრწყინვალე შედეგს. მოსწავლეებს და სრულიად ქალაქს ამ დიდ წარმატებას. ვუსურვებთ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური მედლებით დაემშვენებინოთ მკერდი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაცაიში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203