მაჭატიის საჯარო სკოლაში მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა
11-04-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრი გაიმართა. 

მოსწავლეები ერთმანეთს მკლავჭიდში დაეჯიბრნენ. მასში როგორც ბიჭები, ასევე გოგოებიც მონაწილეობდნენ. ყველა მათგანმა ღირსეულად იასპარეზა, გამარჯვებულებს კი სკოლის დირექტორმა ანაიტ პარონიანმა სიგელები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი სპორტული აქტივობები, პედაგოგ სარქის მარქარიანის ჩართულობით, ხშირად იმართება.

„ბოლო წლებია მრავალი სპორტული ღონისძება ტარდება. დიდი წვლილი ახალგაზრდა და ენერგიულ მასწავლებელს სარქის მარქარიანს მიუძღვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203