ერკეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
11-04-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ისაუბრეს.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისტორიის მასწავლებელი ალექსანდრე ცინცაძე  მოსწავლეებს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი შედეგების შესახებ ესუბრა. 

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„აპრილის კალთაზე სისხლი გადაასხეს. სკოლაში აღინიშნა 9 აპრილი, როგორც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსოვნის დღე. მას შემდეგ 33 წელი გავიდა.ისევ მტკივნეულად განვიცდით ამ დღეს ვერაგულად დაღუპულების არყოფნას, განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი რაიონის მკვიდრ ნატო გიორგაძის ხსოვნას. „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203