„9 აპრილი თაობების ტკივილი და ცრემლიანი სიხარულია“- ხორენიის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
11-04-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს, პოსტერები დაამზადეს და სანთლები დაანთეს. მათ, ასევე დამოუკიდებლობის გამოცხადებაც აღნიშნეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ღონისძიება დირექტორის, რუბენ ვარდანიანისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლეილა დათაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„9 აპრილი თაობების  ტკივილი და ცრემლიანი სიხარულია“. მოსწავლეებმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და სანთლები დაანთეს. ღონისძიებაში თითოეული მოსწავლე გულითადად ჩაერთო და გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნოვანი და ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203