ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის მოსწავლემ სპორტულ შეჯიბრებაში პირველი ადგილი მოიპოვა
11-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში დიდი ყურადღბა ეთმობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის და ადგილობრივი მოსწავლეები არა მხოლოდ სამოყვარულო, არამედ პროფესიულ დონეზეც არიან ჩართულები სხვადასხვა სპორტულ ღონსიძიებებში.
ბათუმში ჩატარდა აჭარის შესარჩევი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში და უმცროსი ასაკის მონაწილეთა შორის პირველი ადგილი წილად ხვდა განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეს - ელისაბედ კოჩალიძეს; მწვრთნელი გახლავთ გია ბოლქვაძე, რომელიც უახლოეს დღეებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველობაზე.
„განახლების საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ელისაბედ კოჩალიძეს და მის მწვრთნელს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“, - აღნიშნულია განახლების საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის