დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოსწავლეებმა პროექტში მოპოვებული გრანტით გაამდიდრეს
11-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისრაელის საელჩომ პარტნიორ Volunteer Hub - მოხალისეთა ჰაბთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს პროექტების შედგენაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარნენ.

აღნიშნულ აქტივობაში სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ნათია კოდელაშვილი, მარიამ კოდელაშვილი და თეა მაღრაძე მონაწილეობდნენ.

პროექტში მოპოვებული გრანტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურით სკოლის ბიბლიოთეკა გაამდიდრეს.

„ვულოცავთ გოგონებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავაც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203