„მე მტკივა უკრაინა“ - ჭალის საჯარო სკოლაში ხელოვნების ემოციური გაკვეთილი ჩატარდა
11-04-2022
შუახევის მუნციპალიტეტის, ჭალის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ ჭალის საჯარო სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები არ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური მიმართულებით - ბავშვები, ადგილობრივი პედაგოგების ძალისხმევით, სხვადასხვა აქტივობით ეხმაურებიან მიმდინარე მსოფლიო პროცესებს.
ამის დასტურია, ჭალის აჯარო სკოლაში ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილი - „მე მტკივა უკრაინა“, სადაც ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს ნამუშევრები და ასე გააპროტესტეს ომი, რომელმაც უკრაინელ თანატოლებს დიდი ტკივილი მოუტანა.