ბორბალოს საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს
11-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა 9 აპრილის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა პლაკატები და ნახატები შექმნეს. ასევე, ბავშვებმა ემოციური ლექსებიც წარმოთქვეს.