ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდნენ
11-04-2022
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველი პოეტის, ანა ლაშხელი-ონიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდნენ.

საღამო ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა.

ემოციურ და ლამაზ ღონისძიებას ახალგაზრდა პოეტის ოჯახიც ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართველი პოეტი ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გახლდათ.

„ღონისძიებამ უამრავი სითბო დაგვიტოვა. მისი ნოველები, ჩანახატები ადამიანს დიდი ემოციითა და სიყვარულით ავსებს. საღამოზე ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს პოეტის ლექსები, ჩანახატები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ერთმანეთს გაუზიარეს მოგონებები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლე - ახალგაზრდობის დირექტორმა, ლუიზა ხვადაგიანმა მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა ანას ოჯახს, მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნინო აფრასიძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ მაყვალა ნიფჩვიანს საუკეთესო და წარმატებული მოსწავლეების წარმოჩენისათვის. ანა ლაშხელი ონიანი იყო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203