კერძო სკოლა „დავითიანის“ მე-11 კლასის მოსწავლე მაია მარტიაშვილმა გეოგრაფიის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანის“ მე-11 კლასის მოსწავლე მაია მარტიაშვილმა გეოგრაფიის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია.
მოსწავლე ევროპული განათლების პროგრამა ნაუტიუსის გეოგრაფიის ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. მან წარმატებით იასპარეზა და მე-5 ადგილი დაიკავა.
მაია მარტიაშვილს საჩუქრად ორენოვანი სერტიფიკატი და ველოსიპედი გადაეცა.
სკოლა ამაყობს მოსწავლით და ამ წარმატებას ულოცავს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: