მახალაკიძეების საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს
11-04-2022

ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სასკოლო საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა 9 აპრილის მონაწილე მასწავლებელი შოტა ფუტკარაძე.

ღონისძიება პედაგოგ თებრონე ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ წელს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რა დროსაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაა მიჩნეული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203