აწყურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
11-04-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში, ხუთი წლის წინ, 2017 წლის ნოემბერში პროექტი - „რა, სად, როდის?“ დაიწყო, რომელიც ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ჩამოყალიბდა ინტელექტუალთა გუნდი, რომლებმაც სკოლას არაერთი გამარჯვება მოუტანეს.
„ორწლიანი ტაიმ - აუტის შემდეგ, კვლავ ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მონაწილეობდნენ: აწყურის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და „ბრძენი ბუს“, მფლობელი მე-12 კლასის მოსწავლეები. თამაში დაძაბულ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბლიც-ტურმა, რომელშიც გაიმარჯვა მე-12 კლასის მოსწავლემ, სალომე გაჩეჩილაძემ და დაიმსახურა პრიზი - თამარ მეფის მონეტის ასლი. 2022 წლის გაზაფხულის სეზონის „ბრძენი ბუს“ მფლობელი კვლავ მე-12 კლასია. აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორს, ქალბატონ ელენე ლურსმანაშვილს და მონაწილე მოსწავლეებს. ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის