„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
11-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დაწყებით კლასებში ამ დღეს აქტივობა პედაგოგების რუსუდან მანაშვილის, ნატო წიკლაურის, ელენე წიქარიძისა და სალომე მენთეშაშვილის ხელმძღვალობით, მიეძღვნა. მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი ბიოლოგიის მასწავლებელ მარიკა ლალაზაშვილთან ერთად კედლის გაზეთი შექმნეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.