თბილისის N103 საჯარო სკოლის ეზოში მეორეკლასელებმა „არქეოლოგიური გათხრები“ ჩაატარეს
11-04-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2დ კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „პირველყოფილი ადამიანი“ მეტად საინტერესო გასვლითი გაკვეთილი ჰქონდათ. მეორეკლასელების პედაგოგი კი მანანა მუჩიაშვილი გახლავთ.
პატარა მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგმა, ირმა ღონღაძემ უმასპინძლათ. მეორეკლასელებმა უძველეს ადამიანებზე საინტერესო ამბები მოისმინეს, დაათვალიერეს სკოლის მუზეუმი, გაიცნეს ზეზვა და მზია. ასევე, სკოლის ეზოში „არქეოლოგიური გათხრები“ ჩაატარეს. მოსწავლეებმა მრავალი კითხვა დასვეს და კომპეტენტური პასუხები მიიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის