„ომი ბოროტებაა, მშვიდობა - ჰარმონია“- თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ნამუშევრები შექმნეს
11-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ნახატები შექმნეს, რომლის საშუალებითაც საკუთარი ემოცია, თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს. მოსწავლეების თითოეულ ნახატში იგრძნობა, თუ რამდენად ახლოს მიაქვთ გულთან მეგობარ ქვეყანაში მიმდიანარე მოვლენები და თანატოლებს, უფროსებს თანაუგრძნობენ.

„ომი ბოროტებაა, მშვიდობა - ჰარმონია. მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! ერთიანობა მნიშვნელოვანია“, - ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203