თბილისის N89 საჯარო სკოლის მე-9 კლასში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
11-04-2022
თბილისის N89 საჯარო სკოლის მე-9 კლასში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. 

მოსწავლეებმა არჩევნებისას განსახორციელებელი ყველა ღონისძიება დეტალურად გაიარეს, საარჩევნო კომისიის წევრთა მოვალეობებიც გაინაწილეს და პროცესი ყველა წესის დაცვით წარმართეს. 

ისინი აქტივობაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ბოლოს ხმებიც დაითვალეს და გამარჯვებული გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203