თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის III, IV, IX კლასების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის ნაწარმოები - „მარტოობა“ წაიკითხეს. კლასს პედაგოგი ნანა გიორგანაშვილი ხელმძღვანელობდა.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმაც რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებს - „მარტოობა“ გაეცნენ. მეოთხეკლასელების დამრიგებელი კი ლია მაჭავარიანი გახლავთ.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კი გოდერძი ჩოხელის - „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“ წაიკითხეს, მათი კლასის ხელმძღვანელი ნანა შიშმანაშვილია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესო, სახალისო და ინფორმაციული იყო.