ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ტრაგიკული დღე გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები სამაგალითოდ ჰყავს და მათ ხსოვნას მუდამ სათანადო პატივს აგებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203