„საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!“- ქვედა სამების საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს
11-04-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ ემოციურ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების სახელწოდება - „საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!“ იყო.
აღსანიშნავია, რომ ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ოქროპირიძე და ჩვენი საქართველოს პედაგოგი ია ბაჯელიძე გახლდათ.