„არა ომს!“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლების სოლიდარობის ნიშნად, კედლის გაზეთი შექმნეს
11-04-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

რუსული ენის პედაგოგებმა - სოფიკო გვასალიამ და ანჟელა თედეევმა, მე-6, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, კედლის გაზეთი შექმნეს. 

„არა ომს!“- ხშირად ნახავთ მსგავსი შინაარსის წარწერებს და ტრაფარეტებს სხვადასხვა ორგანიზაციების თუ უბრალოდ ადამიანების მიერ შექმნილს, უკრაინას მთელი მსოფლიო მხარდაჭერას უცხადებს და გამონაკლისი არც ჭალადიდის საჯარო სკოლა წარმოადგენს, რუსული ენის პედაგოგებმა - სოფიკო გვასალიამ და ანჟელა თედეევმა ზემოხსენებულ თემატიკაზე მეექვსე, მერვე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად კედლის გაზეთი შექმნეს და ამით გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინელი ბავშვების/თანატოლების მიმართ.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203