ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული დავალება შეასრულეს
11-04-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო „დედამიწის ჭრილი“ და „ნამარხი ორგანიზმების ნიმუშის აღდგენა“ შეასრულეს.

მოსწავლეებმა დედამიწის სტრუქტურა შეისწავლეს, გაიგეს, რომელი ფენაში რა პროცესები მიმდინარეობს და პრაქტიკული დავალებაც შეასრულეს. 

მეხუთეკლასელებმა თავიანთი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ისინი აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ ხელმძღვანელი პედაგოგი ფიქრია სილაგაძე იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203