შეუბნის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, ისტორიისა და ხელოვნების პედაგოგების ორგანიზებით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ისტორიის მასწავლებელმა, მარიკა ლობჯანიძემ ღონისძიების ფარგლებში დატრიალებული ტრაგედიისა და 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისტორიული მიმოხილვა წარადგინა. ბავშვებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ხოლო, ხელოვნების პედაგოგმა, აკაკი რეხვიაშვილმა ნამუშევრების გამოფენა მოაწყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203