შავსაყდრის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

„კიდევ ერთხელ გაიხსენეს, არც დავიწყებული, 9 აპრილს უღვთო, მწამებელი „ერთმორწმუნე" ერის მიერ დაჩეხილი, წამებით გარდაცვლილი  ქართველი გოგო-ბიჭები, ქალები, ტანკებს შიშველი ხელებით შეჭიდებული ვაჟკაცები (არც დავიწყებულები)“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203