„ადამიანი და გარემო“ - ტკოცის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
11-04-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლა ზოგადი განათლების რეფორმის მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისშივე ჩაერთო.
სკოლამ ეროვნულ სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემათა შორის, პირველ საკითხად - „გარემოს დაცვა“ აირჩია და ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტი - „ადამიანი და გარემო“ ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ მთელი სასკოლო საზოგადოება, ადგილობრივი თემის ხელმძღვანელობასთან ერთად, პროექტის განსახორციელებელ ღონისძიებებშია ჩართული.
გარდა ამისა, სკოლა თანამშრომლობს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამმართველოსთან და არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისისთან“, რომელთა მხარდაჭერით, სკოლაში 6 აპრილს გამწვანების აქცია მოეწყო.
„მოსწავლეებმა დიდი ხალისით მიიღეს საჩუქრად კიპაროსის და ტუიას ნერგები, დარგეს და მათ მოვლა - გახარებაზეც აიღეს პასუხისმგებლობა. მთელი სასკოლო საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდით ორგანიზაცია „საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ თავმჯდომარეს, ქალბატონ მარიამ ქიმერიძეს, მათ წარმომადგენლებს: ქალბატონ მანანა გიკოშვილს და ბატონ დავით ჭელიძეს, რომელთა უშუალო ძალისხმევით განხორციელდა ეს ფრიად მნიშვნელოვანი საქმე. აღნიშნული აქტივობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმ მიზნების განხორციელებაში, რასაც ითვალისწინებს ჩვენი სასკოლო პროექტი: განუვითარებს მოსწავლეებს მოქალაქეობრივ დამოკიდებულებას გარემოს დაცვით საკითხებზე. შედეგად აღარ გაიჩეხება ტყეები, აღარ დანაგვიანდება გარემო. პირიქით, ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობა იქნება მისი უპირველესი მომვლელი და დამცველი“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის