„მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“- ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-04-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებით - „მათ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს და სანთლები დაანთეს. პარალელები გაავლეს დღეს უკრაინის ომთან და 9 აპრილთან დაკავშირებით თემატური პლაკატები შექმნეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203