ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
11-04-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლაში მუდმივად ცდილობენ მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სპორტულ გასართობ შეჯიბრებებში ჩართონ, რათა მათ მრავალმხრივი უნარები განუვითარდეთ.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გოგონათა და ვაჟთა შორის გამართულ ჭადრაკის ტურნირში.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გოგონათა და ვაჟთა შორის ჭადრაკში პირველობა ჩატარდა. ვარძიის საჯარო სკოლიდან მონაწილეობდნენ: ნინო ხიჯაკაძე, ჯაბა ხიჯაკაძე, დიმა ხიჯაკაძე, თემური ხიჯაკაძე, საბა ოკრიბელაშვილი და გიორგი კოჩაძე.
გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნინო ხიჯაკაძემ.
ხოლო ვაჟთა შორის 2 ადგილი დიმა ხიჯაკაძემ და 3 ადგილი ჯაბა ხიჯაკაძემ.
დაბალი ასაკობრივი ჯგუფიდან 3 ადგილი საბა ოკრიბელაშვილმა.
ვარძიის საჯარო სკოლა ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მომავალში ბევრი მწვერვალის დაპყრობას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის