„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“- გუბის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
11-04-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, პედაგოგის, მაია ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობითა და მე-8 კლასის მოსწავლეთა ერთობლივი მუშაობით, ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ გაიმართა.
„ყველაზე მძიმე და სისხლიანი, მაგრამ ამავდროულად გმირული გამარჯვების დღე - დასაწყისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისა! პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის