ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დებატკლუბს კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე აქვს
11-04-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში დებატკლუბი კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეში აგრძელებს ფუნქციონირებას.

დებატკლუბის წევრები პედაგოგ, მანანა ალადაშვილთან ერთად მოღვაწეობენ, რომელიც მოსწავლეებს უდიდეს სტიმულს აძლევს.

„მართლაც სასიხარულოა, რომ სკოლაში, დირექციისგან გამოყოფილ და საოცრად კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეში, ასეთი მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე დებატკლუბის წევრები არიან, ყოჩაღ მასწავლებელთან, მანანა ალადაშვილთან ერთად.​ დებატკლუბისთვის საჭირო მასალების გადაცემა და სუპერვიზირება ჩატარდა პროექტის „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი - გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“, ფარგლებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203