ილმაზლოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან
11-04-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ვინაიდან, ილმაზლო პატარა სოფელია 5 პირველკლასელს ელოდებიან.

პატარა მოსწავლეები კომპიუტერებითა და სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილები, ხოლო მათ განათლებაზე პროფესიონალი პედაგოგები იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203