დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ
11-04-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

 
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. მათ დაუნის სინდრომისა და ამ თემის გარშემო არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მოეწყო კონფერენცია და პრეზენტაციები.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„ეს დღე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბებში ტრადიციულად აღინიშნა, რომელსაც დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობები. დისკუსია თემაზე: დაუნის სინდრომის მქონეთა საჭიროებების და გამოცდილების შესახებ, თუ როგორია ქართულ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან.
„უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანია; და ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით;
კონფერენცია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“;
ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია თემში;
პრეზენტაციები სკოლასა და თემში მსოფლიო და ადგილობრივი ვიდეორგოლებით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203