ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი კულტურულ-საგანმანათლებლო ტური
11-04-2022

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა კლასგარეშე აქტივობა განახორციელეს. 

მოსწავლეები გასვლითი ტურით ხონის ისტორიულ მუზეუმში, ხონის თეატრში და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში იმყოფებოდნენ. 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მოსწავლეებმა სპექტაკლი ბრემენელი მუსიკოსები ნახეს. 

მოსწავლეებთვის გასვლითი ტური შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ისინი სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ახალი ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203