ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის შემცვლელ პედაგოგთან, ანუკა ბურჯანაძესთან ერთად პოსტერები შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში 9 აპრილის გმირების მიმართ მადლიერება და პატივისცემა გამოხატეს.