ფურტიოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის, სალომე ბერიძის წარმატება
11-04-2022
ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე ბერიძემ „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატის სკოლის“ დაფინანსება მოიპოვა.
მას პროფესიული ტრენინგებისათვის 5000-ლარიანი და ციფრული ტექნოლოგიების კურსისთვის 1000-ლარიანი დაფინანსება გადაეცა.
სალომე სკოლის ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე მოსწავლეა. სკოლა მისი წარმატებით ამაყობს და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.